1. პროექტის სახელწოდება: ჩვენი რაიონის ისტორიული ძეგლები.(ბუკლეტის შექმნა)
3. პროექტის აქტუალობა: შეძლებენ უცხო ენაზე (რუსულ ენაზე) გააცნონ სხვას თავისი კუთხე, მოიზიდონ ტურისტები მათ მიერ შექმნილი ბუკლეტების გამოქვეყნებით.
4. პროექტის მიზნები: მოსწავლე შეძლებს ინფორმაციის მოძიებას, მის ადაპტირებას, შემოქმედებითად გამოყენებას გუნდელებთან თანამშრომლობისას.
მოსწავლე შეძლებს იდეებისა და აზრის ნათლად და ორიგინალურად გამოხატვას წერილობით.
მოსწავლე შეძლებს ტექნოლოგიების გამოყენებას, როგორც ინფორმაციის კვლევის, ორგანიზების საშუალებას.
მოსწავლე შეძლებს ცოდნის მობილიზებას, დავალების განსაზღვრას და შესრულებას დამოუკიდებლად. შეძლებს თანამშრომლობას მასწავლებელთან და გუნდთან.
5. მონაწილეთა ასაკი: 14-15 წელი.
6.ვადები/ხანგძლივობა: 2-3 კვირა.
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები შექმნიან ბუკლეტს, რითიც შესაძლებელი იქნება უცხოელ სტუმრებს გაუწიონ დახმარება, რათა უკეთ გაიცნონ მათი კუთხე, ამასთან ერთად თვითონაც შეძლებენ მეტის გაგებას საკუთარ მხარეზე.
8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერი, ფოტოსურათები, ფლომასტერები, თაბახის ფურცლები.
9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): მოსწავლეებს დაუნაწილდებათ დავალებები: მოიძიონ ფოტოსურათები, ინფორმაცია რაიონში არსებულ ძეგლებზე. მოძიებული ინფორმაცია განათავსონ ფურცლებზე და გააფორმონ. ასევე განათავსონ ეს ინფორმაცია ინტერნეტში.
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: პროექტი დაუკავშირდება ისტორიასა და გეოგრაფიას. ს.3.12.მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის მცირე ზომის ინფორმაციული ტექსტის შედგენა, თავს უყრის საჭირო ინფორმაციას, ილუსტრაციებს: განსაზღვრავს ინფორმაციის ორგანიზების წესს: თხზავს ტექსტს: ასათაურებს: აფორმებს ილუსტრაციებით. ს.3.23. მოსწავლეს შეუძლია განახორციელოს სხვადასხვა ტიპის პროექტი. მასწავლებელთან ერთად აყალიბებს პროექტის წარმატებით განხორციელების კრიტერიუმებს: გუნდის წევრებთან ერთად განსაზღვრავს და გეგმავს განსახორციელებელ ეტაპებს: მასწავლებელთან ერთად ადგენს შესრულების ვადებს: ახდენს ცოდნისა და უნარების მობილიზებას, განსაზღვრავს, თუ რა ცოდნა და უნარები უნდა შეიძინოს დასმული ამოცანების გადასაჭრელად.
11. პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): მზია ნუგზარიშვილი
12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:mzianugzarishvili12345@gmail.com



Комментариев нет:
Отправить комментарий